სამუშაო ვიზიტი სოფელ ბადიაურში

21 June, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი როსტომ ბაქრაძე, ამავე სამსახურის თანამშრომელი ვასილ აზარიაშვილი სამუშაო ვიზიტით სოფელ ბადიაურს ესტუმრნენ. სოფელ ბადიაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრუელებელთან, კახა ჩალათაშვილთან ერთად სოფლის განაპირას მათ მოინახულეს ის ადგილი, სადაც 200 ტონის მოცულობის სასმელი წყლის რეზერვუარია განთავსებული. კახა ჩალათაშვილის განმარტებით, აქედან მიწოდებული წყალი მთელ სოფელს ვერ უზრუნველყოფს. ამ სამუშაო ვიზიტის შედეგად, მერიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხსენებულ რეზერვუართან ახლოს მოეწყოს კიდევ ერთი, 50 ტონის მოცულობის ავზი, საიდანაც 50-ზე მეტი ოჯახი შეძლებს სასმელი წყლის უწყვეტად მიღებას. ამ მიზნით, ასევე დაიგეგმა ახალი რეზერვუარიდან შესაბამის უბნებთან დამაკავშირებელი, დაახლოებით 2 კილომეტრიანი ქსელის მოწყობა - 63 მილიმეტრიანი დიამეტრის მილებით. ხსენებული სამუშაო ვიზიტის დროს დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასმელი წყლის იმ მაგისტრალზე, რომლითაც წყალი ზემო ყანდაურიდან ბადიაურში მიეწოდება. ითქვა, რომ მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი დაზიანებულია და ადგილი აქვს წყლის დანაკარგს. დაიგეგმა მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის ამოცვლა უახლოეს პერიოდში.

Share page