ნაგვის ურნების განთავსება ინტენსიურად მიმდინარეობს

21 June, 2018

ერთ-ერთი დაპირება, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა ამომრჩევლებს მისცა, დასუფთავების პრობლემის ეფექტურად გადაჭრაა. გიორგი ერბოწონაშვილი, მერიის სხვა ხელმძღვანელ პირებსა და შესაბამის სამსახურებთან ერთად, ამ დაპირებასაც ასრულებს. 
მიმდინარე წლის მაისში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ საგარეჯოს მერიას გერმანული წარმოების და მაღალი ხარისხის 252 ცალი ახალი ნაგვის ურნა გადასცა. გიორგი ერბოწონაშვილმა მათი სოფლებში განთავსება შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“-ს დაავალა. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი როსტომ ბაქრაძე და ამავე სამსახურის თანამშრომელმა ვასილ აზარიაშვილმა ყანდაურაში, ბადიაურსა და პატარა ჩაილურში განხორციელებული სამუშაო ვიზიტების დროს ბოლო პერიოდში განთავსებული ახალი ნაგვის ურნებიც დაათვალიერეს.
შპს „სუფთა მუნიციპალიტეტი 2018“- ის დირექტორის თემურ ილაურის ინფორმაციით, მთელი ივნისის განმავლობაში მიმდინარეობს ურნების ამოცვლა და განთავსება როგორც ქალაქ საგარეჯოში, ისე მუნიციპალიტეტის მასშტაბით. დღეისთვის, 252-დან 100 ურნაა განთავსებული იქ, სადაც ამის აუცილებლობა არსებობდა.
ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, ყველა სოფელი აღჭურვოს საჭირო რაოდენობის ნაგვის ურნებით. 
.

Share page