შპს საქართველოს მელიორაციის წერილი საგარეჯოს მერს

N გ-1773                                                                                                                   1773-გ-2-201806271644

27/06/2018

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს ბატონ გიორგი ერბოწონაშვილს

 

 

ბატონო გიორგი,

 

გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონის ზემო სამგორისა და კახეთის რეგიონის ქვემო სამგორის სერვის ცენტრებს 2018 წლის სარწყავი სეზონის ჩატარება   მოუწევთ   ფორსმაჟორულ პირობებში.   ფორსმაჟორული პირობების ჩამოყალიბება განაპირობა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში შექმნილმა მცირე ნალექიანმა  კლიმატურმა პირობებმა, კერძოდ,  მთიან ზონაში მოსული თოვლის საფარის უმნიშვნელო სიმაღლემ და წვიმების ნორმაზე დაბალმა მაჩვენებლებმა. შედეგად შეუძლებელი გახდა ზემო სამგორის სერვის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სიონის წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის შევსება საპროექტო დონემდე. წყალსაცავის სასარგებლო მოცულობა დღეის მდგომარეობით  შეადგენს 148,0 მლნ. კბმ-ს, ნაცვლად საპროექტო სასარგებლო        315,0 მლნ. კბმ-ისა. სიონის წყალსაცავში აკუმულირებულ წყლის მოცულობასთან, რაც სარწყავი სეზონის ნორმალური ჩატარებისთვის არ უნდა იყოს 250 მლნ. კბმ-ზე ნაკლები, პირდაპირ კავშირშია ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემებით გარდაბნის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სრულფასოვანი მორწყვა.

 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის სარწყავ სეზონზე წყლის დეფიციტი მოსალოდნელია ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვიდან წყლის ამღებ ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალურ არხზე, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა და მარჯვენა მაგისტრალურ არხებზე, ასევე ხაშმის არხზე.

 

 

მსგავს პირობებში სარწყავი სეზონის ჩასატარებლად,   მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სიონის  წყალსაცავიდან  წყლის  გამოშვებისა  და  წყალსარგებლობის  მკაცრი  გრაფიკის

 

შემოღება. გრაფიკის დაცვის მიზნით, დაგეგმილია ზემო და ქვემო სამგორის სერვის ცენტრების კოლექტივების დღე-ღამური მორიგეობა არხებზე, გამანაწილებლების დღე- ღამური რეგულირებისა და წყალსარგებლობის გრაფიკის დასაცავად.

 

ვინაიდან ზემო და ქვემო სამგორის სერვის ცენტრების კოლექტივებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწევთ წყალსარგებლობის გრაფიკის დაცვით    მუშაობა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ     აღნიშნულ არხებზე დამოკიდებული     სოფლების მუნიციპალიტეტებს, რათა გააფრთხილონ წყალმომხმარებლები გაგებით შეხვდნენ გრაფიკით   წყლის მიწოდებას   და     დახმარება გაუწიონ გრაფიკის დაცვაში სერვის ცენტრების თანამშრომლებს.

 

პატივისცემით,   არჩილ ბუკია

 

გენერალური დირექტორი

Share page