პატარძეულში შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა

10 August, 2018

 

სოფელ პატარძეულის რამდენიმე უბანში გზის მონაკვეთები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სხვადასხვა პერიოდში მოვარდნილმა ნიაღვრებმა და სატვირთო მანქანების მოძრაობამ გზები საგრძნობლად დააზიანა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მოსახლეობისა და მსუბუქი ტრანსპორტის გადაადგილებას. ამასთან, სხვადასხვა ობიექტური მიზეზით, წლების მანძილზე ვერ მოხერხდა მათი მოწესრიგება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა პრობლემის მოგვარება შპს „საგარეჯოს“ დაავალა. პატარძეულში მერის წარმომადგენლის, ოთარ ოთარაშვილის უშუალო ორგანიზებითა და ზედამხედველობით, ერთი დღის განმავლობაში, ამ დროისთვის, უკვე შესაძლებელია გზებზე შეუფერხებლად გადაადგილება. განხორციელდა შიდა საუბნო გზების (ყუშიტაანთ უბანში, ციხის უბანში, ფრანგულ სკოლა ლიცეუმთან, ონაანთ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიასთან და აჭარლების დასახლებაში) მოსწორება. სამუშაოები „საგარეჯოს“ ბალანსზე არსებული სპეც.ტექნიკით შესრულდა.

 

 

Share page