სამუშაო ვიზიტი მუნიციპალიტეტის სოფლებში

29 August, 2018

 

27 აგვისტოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარლამენტის წევრი რომან მუჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები თულარის, კაზლარის, ლამბალოს, იორმუღანლოსა და დუზაგრამის თემებს ესტუმრნენ. შეხვდნენ მოსახლეობას, დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ და მათ უახლოეს გეგმებზე ესაუბრნენ. სტუმრები ადგილზე გაეცვნენ პრობლემებს და დასახეს მათი გადაჭრეს გზები; დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და უკვე დასრულებული პროექტები. ერთობლივი სამუშაო ვიზიტები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.

 

 

Share page