არაყიშვილის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

11 January, 2019

 

ქალაქ საგარეჯოში არაყიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 616 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 252 965 ლარს შეადგენს. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იურიდიული სამსახურის უფროსმა კახა მარგებაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ს.ს. „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.

 

Share page