სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

23 January, 2019

 დღეს, 22 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კოჭბაანის, გომბორის და უჯარმის მოსახლეობას შეხვდნენ და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია. 
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.

შეგახსენებთ რომ, პროგრამის ერთ–ერთი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებაა.
 შემდეგი შეხვედრები გაიმართება ხვალ, 23 იანვარს:
✔️11:00 სთ – სოფელი ხაშმი
✔️ 13:00 სთ – სოფელი პატარძეული
✔️ 15:00 სთ – სოფელი ნინოწმინდა
✔️ 17:00 სთ – სოფელი წყაროსთავი

 

Share page