სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

23 January, 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოქალაქეების ინფორმირების და სოფლებში პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით დღეს, 23 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი – საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ხაშმის, პატარძეულის, ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.

 შეგახსენებთ, რომ პროგრამის მიზანი სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებაა.
 შემდეგი შეხვედრები გაიმართება ხვალ, 24 იანვარს:
11:00 სთ – სოფელი გიორგიწმინდა
 13:00 სთ – სოფელი თოხლიაური 
17:00 სთ – სოფელი მანავი

 

 

Share page