საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

10 April, 2019

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა-ალექსი გილაშვილმა და შოთა კაკაბაძემ ახლადრეაბილიტირებული-თანამედროვე სტანდარტების ქ. საგარეჯოს #5 საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
სტუმრები პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. 
საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 346 838 ლარით დაფინანსდა.
 -გარემონტდა შენობის ფასადი, მოხდა შიდა ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია;
 -დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა;
-კეთილმოეწყო ბაღის ეზო;

 

Share page