სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურები გაიმართა

25 April, 2019

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გასული წლის ოქტომბერში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ტური ჩატარდა სპორტის შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, გარბენში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთსა და მხიარულ სტარტებში. მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული სკოლის გუნდები ეტაპობრივად ასპარეზობდნენ რეგიონულ ტურებში, რომლებიც იმართებოდა მიმდინარე წლის მარტი - აპრილის თვეში.

ზემოაღნიშნულ რეგიონულ ტურებში მონაწილე ყველა სკოლის გუნდის ტრანსპორტირება და სათანადო სპორტული ფორმის შეძენა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

Share page