მეგობრული შეხვედრა - „მსოფლისოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"- საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში

30 April, 2019

სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი-ში, Best Princess & Prince of the World- 2019 - „მსოფლისოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა"- საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რომელიც მრავალფეროვან პროგრამას ითვალისწინებს: ტალანტ-შოუ, ეკოლოგიური პროექტი, მეგობრობის საღამო, ქველმოქმედება - პროექტის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, ეკატერინე მგალობლიშვილმა თათრეთის საბავშვო საზოგადოებრივი ორგანიზაციის დირექტორ - ნატალია კისილევასთან ერთად მეგობრობის საღამო გამართა, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საღამოზე ოფიციალურ სტუმრად მიწვეული იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - შოთა კაკაბაძე. ღონისძიების დასაწყისში სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს სიმბოლური და ტრადიციული საჩუქრები გადასცეს. თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ წარმოდგენილი იქნა ნაციონალური კერძების, სამოსის, კულტურის ამსახველი დეტალები.
შეხვედრაზე არაერთხელ გაიჟღრა უცხოელი სტუმრების მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ - „საქართველო - ჩვენი მეორე სახლია“!
მადლობა პროექტის ორგანიზატორებს- საქართველოს და ჩვენი კუთხის - კახეთის ასე წარმოჩენისთვის, კულტურის პრეზენტაციისა და საერთაშორისო ცნობადობისთვის.

Share page