საგარეჯოს სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი

19 June, 2019

18 ივნისს, ა.ი.პ. საგარეჯოს ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა საანგარიშო-საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილე - ალექსი გილაშვილი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი - რომან მუჩიაშვილი და საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილი -ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სამუსიკო სკოლის დამსახურებულ პედაგოგს -ნელი ყანჩაშვილს, მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.

   

 

Share page