ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

8 July, 2019

დღეს, 13:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლის დრბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელიც 
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილ პროექტსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს ეხებოდა.

შეხვედრას უძღვებოდნენ: ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი- ბექა ექსეულიძე და მოწვეული ექსპერტი გოგიტა ღვედაშვილი.
შეხვედრას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
- 18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.vvvv

Share page