ალექსი გილაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები ადგილზე მოინახულა

26 July, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ-ალექსი გილაშვილმა, სოფლებში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მოინახულა. შესაბამისი რეკომენდაციები გასცა და მშენებლებს სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულებისკენ მოუწოდა. მერის პირველი მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, მათი მოსაზრებები მოისმინა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სოფელ ✅კაკაბეთში სასმელი წყლის კომუნიკაციის სისტემის სრული მოწყობა და პარალელურ რეჟიმში ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი მიმდინარეობს. სოფელ მანავში, ე.წ ტურის უბანში-კი საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
#საგარეჯოსმერია
#ერთადვაშენოთჩვენისოფელი

 

Share page