ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

14 August, 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი თოფურიამ,   კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებული  ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს და შემსრულებელ კომპანიებს გარკვეული რეკომენდაციებიც  გააცნეს.

Share page