მიმდინარე და დასრულებული იფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განხორციელდა

6 September, 2019

 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ-გიორგი ერბოწონაშვილთან, მოადგილებთან-ალექსი გილაშვილთან და შოთა კაკაბაძესთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
შეხვედრებს სამშენებლო-კონტრაქტორი კომპანიებისა და რეგიონული საინჟინრო- ექსპერტიზისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა სველი წერტილებისა და საპირფარეშოების მოწყობის სამუშაოები.
მონიტორინგი განხორციელდა-სოფელ გომბორში, ხაშმში, ნინოწმინდაში, ქ.საგარეჯოსა და სოფელ უდაბნოში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. გაიცა რეკომენდაციები, განხილული იქნა შესრულების ვადები და ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობა.

Share page