მასწავლებლის საერთაშორისო დღე საგარეჯოში

5 October, 2019

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა მარიდაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩლ ჯაბადარი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს ესტუმრნენ, საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს საკუთარი პროფესიის, მომავალი თაობისა და სამშობლოს წინაშე გაწეული მრავალწლიანი შრომისთვის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს, უსურვებს წარმატებას, წინსვლას და ახალ მიღწევებს მომავალი თაობების საკეთილდღეოდ!


Share page