მიწის რეგისტრაცია გამარტივდა

18 November, 2019

 

მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე - პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისსამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები - ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარლამენტის წევრი რომან მუჩიაშვილი.

 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამიზნე აუდიტორიისთვის, მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. საინფორმაციო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ - სოფლებში მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის დროს, უფრო მარტივად და ეფექტურად შეძლებენ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.
ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

Share page