სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

27 January, 2020

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საერთაშორისო
მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის
საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის საგარეჯო-ბაკურციხის
მონაკვეთის მეორე ლოტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის
პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტები;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2020 წლის 4 თებერვალი 11:00 საათი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. 
გიორგიწმინდის 
ადმინისტრაციული 
ერთეულის 
შენობა;

2020 წლის 4 თებერვალი 13:00 საათი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. 
ბადიაურის  
ადმინისტრაციული 
ერთეულის 
შენობა;

2020 წლის 4 თებერვალი 15:00 საათი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. 
კაჭრეთის გამგეობის შენობა;

2020 წლის 5 თებერვალი 11:00 საათი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. 
ბაკურციხის 
კულტურის 
სახლის 
შენობა;

2020 წლის 5 თებერვალი 13:00 საათი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. 
ჩალაუბნის  
ადმინისტრაციული 
ერთეულის 
შენობა;

2020 წლის 5 თებერვალი 15:00 საათი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. 
მელაანის 
საჯარო 
სკოლა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის 
სამინისტრო. 
2020 წლის 16 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,
სამინისტროში წარმოადგინა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხელაგოდეხი-აზერბაიჯანის

საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-ბაკურციხის
მონაკვეთის საგარეჯო-ბაკურციხის მონაკვეთის მეორე ლოტის მშენებლობისა და
ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. “გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის” თანახმად,  სკოპინგის დასკვნის მიმღებ  უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ.
გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი,
სოფ. ბადიაურის  ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში; გურჯაანის
მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის გამგეობის შენობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, 
სოფ. ბაკურციხის კულტურის სახლის შენობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ.
ჩალაუბნის  ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში და გურჯაანის მუნიციპალიტეტი,
სოფ. მელაანის საჯარო სკოლაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა,
მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს
საზოგადოების 
ნებისმიერ 
წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი
შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2020  წლის  11 თებერვლამდე.
მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე:
eia@mepa.gov.ge
ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით

Share page