სოფლის პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

6 February, 2020

4 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, სოფლის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სოფელ-ყანდაურის, ბადიაურის, მზისგულისა და შიბლიანის მოსახლეობას შეხვდა.
საერთო კრებაზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტად გარე განათება, სპორტული დარბაზის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის მოხრეშვა დასახელდა. პროგრამის მიხედვით, აღნიშნული პროექტების გნსახორციელება შემდეგი თვიდნ დაიწყება.
ბატონი გიორგი მოსახლეობის სხვა საჭიროებებსაც გაეცნო და მათი დროეულად გადაჭრის გზებზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი მყისიერად შექმნა, რომელთა მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასახელბული სხვა საჭიროებები მცირე ვადებში უპირობოდ მოგვრდება.

Share page