წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საგარეჯოში

6 February, 2020

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, მოადგილეებთან -ალექსი გილაშვილთან, შოთა კაკაბაძესთან და საკრებულოს თავჯდომარე - ოთარ ჩალათაშვილთან ერთად კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს-ირაკლი ქადაგიშვილს უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობას საგარეჯოს ბავშვთა თეატრის მსახიობები, კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი -"ბერიკაცები", სახალხო თეატრის მსახიობი-ნათელა დიღმელაშვილი და გოგლა ლეონიძის სახელობის პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, რომლებმაც დიდი მწერლის შემოქმედებიდან არაერთი მხატრული ნომერი წარმოიგვიდგინეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გააცოცხლეს "ნატვრის ხის" კარგად ნაცნობი პერსონაჟები.
მოსწავლეებს, კახეთის მხარის რწმუნებულმა სიტყვით მიმართა, წიგნიერებასა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გოგლა ლეონიძის შემოქმედებისადმი სიყვარულისთვის.

Share page