სპეციალური განცხადება

16 March, 2020

#სპეციალური #განცხადება

გვინდა გამოვეხმაუროთ, ბოლო ორი დღის მანძილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომ ვითომ და საგარეჯოს ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა ახალი კორონა ვირუსი.
სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ წუთის მონაცემებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს❗❗❗
❗ამ ეტაპზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება 12 მოქალაქე, მკაცრი კონტროლის დაცვით;
❗ხოლო 2 მოქალაქე, თვითიზოლაციის წესების დარღვევისა და დაუმორჩილებლობის გამო, იძულების წესით, გადაყვანილია ორკვირიან კარანტინში, თუმცა მათ კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებათ!❗

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის
პრეს-სამსახური

Share page