საგარეჯოს მერის ოფიციალური განცხადება

16 March, 2020

ყურადღება❗❗❗
საგარეჯოს მერის-
#გიორგი #ერბოწონაშვილის მიმართვა:

ჩემო თანაქალაქელებო, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ 14 მარტიდან, ქალაქ საგარეჯოში, ყველა უბანსა და კორპუსში დაიწყება სასმელი წყლით მომარაგება ❗კერძოდ, ყველა საერთო საცხოვრებელთან და ყველა უბანში განთავსდება წყლით სავსე, ე.წ ელექტრო პომპის სისტემით აღჭურვილი სუფთა რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას საშუალება ექნება წყლის ჭურჭელისა და არსებული რეზერვუარების შევსების!
გთხოვთ, მოემზადოთ შესაბამისად და მოიმარაგოთ წყალი❗
აღნიშნული აქცია გაგრძელდება საჭიროების მიხედვით, მანამ, სანამ საგარეჯოს წყალმომარაგების რეჟიმი სრულად არ აღდგება! უახლოეს მომავალში -კი, გამრიცხველიანებისა და საკომუნიკაციო სისტემის სატესტო რეჟიმის გასვლის შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა სრულად გადაეჭრება ქალაქ საგარეჯოს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელს!
#ერთმანეთის თანადგომით დავძლევთ ყველა პრობლემას!
#ერთადსაგარეჯოსკეთილდღეობისთვის
#მოგვწერეთ, ან #დაგვირეკეთ ნებისმიერ საკითხზე:
➡551 700 227; 599 80 17 44
#საგარეჯოსმერიახალხისსამსახურში!ვ

Share page