ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგარეჯოს მერის პირველმა მოადგილემ ადგილზე მოინახულა

3 August, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა ქალაქ საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში, მზისგულსა და კაკაბეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე მოინახულა, შესრულების ვადებსა და ხარისხზე რეკომენდაციები და მითითებები გასცა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რიგ შემთხვევებში, დასრულებულიც.

გარდა ამისა, მიმდინარეობს რეგიონული , მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესრულების სამუშაოები, რომლებიც დასკვნით ფაზაშია.

Share page