Document description: 
„შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი) - საქართველო“ - ს მფლობელობაში არსებული პატარძეულის (აჯგდ - 4) სათაო შემკრები პუნქტი განთავსებულია საგარეჯოს რაიონში, სოფ. ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე. „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი) - საქართველო“ ფლობს წიაღით სარგებლობის სახელმწიფო ლიცენზიას, რის საფუძველზეც აწარმოებს ნავთობის მოპოვებას. საწარმოო ობიექტზე ხორციელდება ჭაბურღილებიდან ამოღებული ფლუიდის პირველადი შეგროვება რეზერვუარებში და მისი შემდგომი ტრანსპორტირება (რიგ შემთხვევაში მილსადენით, რიგ შემთხვევაში ავტოცისტერნებით) თელეთის შემკრებ პუნქტში, რისთვისაც უზრუველყოფილია საჭირო დანადგარებით და დამხმარე ინფრასტრუქტურით (ცილინდრული ტიპის რეზერვუარები და სატუმბი სადგური)
Document number: 
N 04-199
Receive date: 
Thursday, August 13, 2020
Publish date: 
Thursday, August 13, 2020