დასუფთვების მსოფლიო დღეს საგარეჯოც შეუერთდა

23 სექტემბერი, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები დასუფთავების მსოფლიო დღის იდეას შეუერთდნენ.
20  სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და მისი მოადგილე-ალექსი გილაშვილის ორგანიზებით, ჯაფარიძის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ გიორგიწმინდაში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია– ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 2010 წლიდან, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს- ერთი პლანეტისა და ერთი მიზნისთვის!
დღეისთვის გლობალურ აქციაში 157 ქვეყანა და 18 მლნ–მდე ადამიანი მონაწილეობს.
#სუფთამუნიციპალიტეტი
#დაიცავიშენიგარემო
#ჩვენვზრუნავთჯანსაღმომავალზე

გააზიარე