დავიცვათ საქართველოს სისუფთავე

22 ოქტომბერი, 2019

არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი:საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი„ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, ახორციელებს პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“-სთან თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია, სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება 2023 წლისათვის საქართველოში, მდგრადი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მეშვეობით; კერძოდ, გარემოს დაცვის საკითხებში გაცნობიერებული თაობის აღზრდა და მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების (40%) და სათბურის აირების გაფრქვევების (10%) შემცირება საქართველოში.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია კახეთში რეგიონულ დონეზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, კერძოდ: ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება კახეთის მხარისათვის, ნარჩენების მართვისა და რეგიონული განვითარების სტრატეგიების მოთხოვნების გათვალისწინებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, 8 მუნიციპალიტეტთან და სათანადო დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი აქტიური მონაწილეობით.
#აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხეველობის განყოფილებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საგარეჯო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რამდენიმე სტიქიური ნაგავსაყრელის ადგილზე დათვარიელებაც განხორციელდა, აღებული იქნა ანალიზის ნიმუშები ტოქსიურ ელემენტებზე, კვლევების დასრულების შემდეგ-კი ნიადაგის გაჯანსაღების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გატარდება.
#საგარეჯოსმუნიციპალიტეტისმერია
#ერთადგადავარჩინოთბუნება
#ერთადჯანსაღიმომავლისთვის
#ვიზრუნოთსუფთაგარემოზე

გააზიარე