ექსკურსია მუზეუმში

19 დეკემბერი, 2017

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ მუნიციპალურ ტურში გამარჯვებული 2017-2018 სასწავლო წლის საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ ტატო ჩართოლანი (უდაბნოს საჯარო სკოლა XI კლასი) და მონაწილე ახალგაზრდები იმყოფებოდნენ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში ექსპონატების მოსანახულებლად. ახალგაზრდები ასევე ესტუმრნენ მხატვარ გიგო გაბაშვილის გამოფენას. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური კვლავ გეგმავს მსგავს ღონისძიებებს წარმატებული ახალგაზრდებისთვის.

გააზიარე