„ევროპა ნოსტრა საქართველოში“

22 April, 2019

19 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საზეიმო ღონისძიება - „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი საქართველოდან და ევროპა ნოსტრას ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი.
ევროპა ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში წარდგენილი და გამარჯვებული ძეგლები საქართველოდან:
ჭიათურის საბაგირო გზები

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ნომინატორი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი. შეყვანილია 2018 წლის ძირითად ნუსხაში.
ჯილდო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითს ევროპა ნოსტრას გენერალურმა მდივანმა ქალბატონმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა გადასცა. 
აღსანიშნავია, რომ საზეიმო საღამო დავით გარეჯისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის - „დავით გარეჯი - მულტიდისციპლინური კვლევა და განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 18, 19 და 20 აპრილს, თბილისში გაიმართა.

გააზიარე