"გარეჯობა-2019"

14 ივნისი, 2019

   

დღეს, 13 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული "გარეჯობა-2019" აღინიშნა.
დილით, 9:00 საათიდან დავით გარეჯის მონასტერში მამა დავი გარეჯელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა. წირვის შემდეგ ჩიჩხატურის კოშკის მიმდებარედ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივ ხელიოსუფლებასთან ერთად კახეთის გუბერნატორი ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი და მაღალი რანგის ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ.
კონცერტი თეატრალური კომპოზიციით "გარეჯულა"გაიხსნა. ღონისძიების პარალელურად ტრადიციული დოღი და ქართული ჭიდაობა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
იქ დამსწრე სტუმრებს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა-ბატონმა გიორგი ერბოწონაშვილმა სიტყვით მიმართა, დავითობის რელიგიური დღესასწაული მიულოცა და ხუთ მოქალაქეს-ქალბატონ ლამარა გოდერძიშვილს, ცისანა ცხვედიანს, ნანა კოხტაშვილს, დავით როსტომაშვილსა და დავით ტიგინაშვილს საგარეჯოს კულტურის, განათლებისა და სამედიცინო სფეროში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის საპატიო გარეჯელის წოდება მიანიჭა.

გააზიარე