გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი- ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი

2 მარტი, 2021

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-
ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისი-
ბაკურციხის მონაკვეთის პირველი ლოტის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი)
მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თბილსი-ბაკურციხის მონაკვეთის (თბილისი-საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი)
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო: 2021 წლის 25 მარტი 15:00 საათი;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული: https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=mc5fae8e08e7ee971cc2aefc8ccc21719
შეხვედრის ნომერი: 181 841 3252
შეხვედრის კოდი: 12345
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტაციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით. (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 12 აპრილამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის
მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე