გიორგი ერბოწონაშვილის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი, 2018

 

ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასო გარეჯელებო,

მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბარაქასა და წარმატებას.

 

მინდა, რომ ახალი 2019 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს  თითოეული თქვენგანისთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,  მოეტანოს ბედნიერება, სიხარული, სიუხვე, ბარაქა, ახალი წარმატებები და მიღწევები.

2018 წელს ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ როგორც ინფრასტრუქტურული და სოციალური, ისე კულტურული და სპორტული  კუთხით.

2019 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. გპირდებით, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენი უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ და საგარეჯო ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი იქნება მთელს საქართველოში! კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჯანმრთელობას, მშვიდობას,  მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

 

გააზიარე