"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავჯდომარე-ბიძინა ივანიშვილი კახეთის მხარის წარმომადგენლებს შეხვდა

10 ოქტომბერი, 2019

 

ჩვენ, ვაგრძელებთ გუნდურ მუშაობას,
საერთო მიზნებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ჩვენ ვიბრძვით წარმატებული მომავლისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, თითოეული მოქალაქის პრობლემის გადაჭრისა და გამოსწორებისთვის. არ ვუშინდებით კრიტიკას, რადგან ვინც ქმნის-ის იმსახურებს გარკვეულ შეფასებებს საზოგადოების მხრიდან და ჩვენ ნამდვილად ვიღწვით ძლიერი ოჯახების, ძლიერი სოფლის, ძლიერი რაიონისა და ძლიერი სახელმწიფოს აღშენებისთვის!
ბოლო ორი წლის მანძილზე, საგარეჯოს მინიციპალიეტში არაერთი მნიშვნელოვანი-მათ შორის, რამდენიმე საუკუნის ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, უამრავი დახმარება გავუწიეთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობას, წარმატებით დაინერგა და მუშაობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო- უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა. ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, სასწრაფო- სამედიცინო მომსახურების ცენტრებს, გზებს, ბაღებსა და კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება. რა თქმა უნდა არსებობს მასშტაბური საჭიროებები-მაგალითად, წყლის პრობლემა, რომლის გადაჭრისთვის 2020 წლის ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხაა გათვალისწინებული.
მერიაში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკვა, აზრის გამოხატვა, პრობლემის დაფიქსირება. სოციალური ქსელით ვიღებთ შეტყობინებებს და სწრაფი რეაგირების რეჟიმში ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას.
ვმართავთ მოსახლეობასთან გეგმიურ შეხვედრებს, ადგილზე ვეცნობი მათ პრობლემებს და თავად ვაკონტროლებ შეხვედრისას დასახელებული საჭიროებების გადაჭრის ეტაპებსა და შედეგებს.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავჯდომარესა და მთელ გუნდს ნდობისთვის, მადლობა ჩემს ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის!
მადლობა ჩემს მოადგილეებს-ალექსი გილაშვილსა და შოთა კაკაბაძეს-დაუღალავი შრომისთვის!
არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ-თქვენს გვერდით მიგულეთ, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
#ერთადსაგარეჯოსკეთილდღეობისთვის!
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს თავჯდომარე-ბიძინა ივანიშვილი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მერებს, საკრებულოს თავჯდომარეებს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას " ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს აღმასრულებელი მდივანი-ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი-დიმიტრი სამხარაძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი-სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

გააზიარე