მანავში დაზიანებული წყლის მილი ამოიცვალა

16 აგვისტო, 2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსახლეობის სასმელი წყლით შეუფერხებელ მომარაგებას და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს ოპერატიულად აგვარებს. რამდენიმე დღის წინ, სწორედ ასეთი პრობლემა წარმოიქმნა მანავში: სოფელთან ახლოს, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყალშემკრებთან, სადაც წყლის 5 რეზერვუარია განთავსებული, დაზიანდა 250 მეტრის მილი. შედეგად, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა სოფლის მოსახლეობის დაახლოებით ერთ მეოთხედს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის დავალებით, პრობლემის აღმოფხვრაზე ერთობლივად იმუშავეს ა.ა.ი.პ „საგარეჯოს სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა“ და შპს „საგარეჯომ“. ექსპლუატაციიდან გამოსული მილი ახალი, მაღალი ხარისხის მილით შეიცვალა. მოსახლეობას წყლის მიწოდება უმოკლეს პერიოდში აღუდგება.

 

 

გააზიარე