მზისგულის მოსახლეობის საყურადღებოდ

5 იანვარი, 2018

დღეს მზისგულის საპილოტო არეალზე გამოცხადდა ახალი ბლოკები. იხილეთ ლინკი

 

 

https://drive.google.com/drive/folders/1dbVI0QIll6tcCQmhBncsMhyuQPZ-uq5G

 

 

სოფელ მზისგულის # 34 და 45  სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

2017 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის # 34 და 45  სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2018 წლის 6 იანვრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
  • იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
  • საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

გააზიარე