ნასადგომარის წყლის პროექტის მესამე ეტაპი იწყება

11 იანვარი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალტეტის მერმა-ავთანდილ გულიკაშვილმა, მონიტორინგის მიზნით, საკრებულოს თავჯდომარე-ალექსი გილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე. წ. ნასადგომარის წყლის გარდამავალი პროექტის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 ჭაბურღილი, წყლის შემკრები რეზერვუარი, დამონტაჟდა ცენტრალური მაგისტრალი და სატუმბი სადგური.

დარჩენილი სამუშაოები დაქსელვა-გამრიცხველიანებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, სოფელ გიორგიწმინდისა და ანთოკ-მარიამჯვრის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

გააზიარე