ნინოწმინდაში წყლის მილი ამოიცვალა

10 აგვისტო, 2018

 

სოფელ ნინოწმინდაში საგრძნობლად იყო დაზიანებული ჭაბურღილიდან წყლის შემკრებ რეზერვუართან დამაკავშირებელი 200 მეტრის სიგრძის მილი. შედეგად, რეზერვუარს იმაზე ნაკლები წყალი მიეწოდებოდა, რაც მოსახლეობისთვის არის საჭირო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის დავალებით, ა.ა.ი.პ „საგარეჯოს სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა“ და შპს „საგარეჯომ“ მილის ამოცვლის სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულეს. სამუშაოებში, რომელსაც ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი თამარ გარსევანიძე უწევდა ორგანიზებას და ზედამხედველობას, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იყვნენ ჩართულნი. ერთობლივი ძალისხმევით, ამ დროისთვის ხსენებული პრობლემა მოგვარებულია.

 

 

გააზიარე