მერი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი დაიბადა 1979 წლის პირველ მაისს ქ. თბილისში;
1995 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N2 საშუალო სკოლა;
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით;
1999-2000 წლებში იყო ქ. თბილისის კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორი;
2001-2002 წლებში მუშაობდა „სახალხო ბანკში“ საკრედიტო ოფიცრად;
2003 წლიდან შპს „კახეთი 3000“-ის დირექტორია;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს; ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.