პროექტი "დაგეგმე შენი ბიუჯეტი"

13 ოქტომბერი, 2020

დაგეგმე შენი ბიუჯეტიპროექტის ფარგლებში მერიაში შემოვიდა 23 საპროექტო წინადადება. პროექტის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ მოახდინა შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა. კერძოდ, გადამოწმდა, შემოსული წინადადებები თუ აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს. შეფასდა საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო ბიუჯეტიც. ის საპროექტო იდეები, რომელთა სავარაუდო ბიუჯეტი აღემატება 50 000 ლარს, ვერ გადავიდა შემდგომ ეტაპზე. კენჭისყრის ეტაპზე ასევე ვერ გადავიდა ის პროექტი, რომლის განხორციელება სცდებოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას.

 

კომისიის მიერ გადარჩევის შედეგად, კენჭისყრის ეტაპზე გავიდა 14 საპროექტო წინადადება, რომელიც შემოვიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  შემდეგი სოფლებიდან ბადიაურიდან, გიორგიწმინდადან, დიდი ჩაილურიდან, ვერხვიანიდან, თოხლიაურიდან, კაკაბეთიდან, კოჭბაანიდან, ნინოწმინდადან, პატარძეულიდან, უდაბნოდან, უჯარმადან, შიბლიანიდან და ხაშმიდან.

 

კენჭისყრა გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით თანდართული ბმულის მეშვეობით:

http://research.cbi.ge/research/gtkhovt-monishnot-romeli-saproeqto-tsinadadebis-gankhortsieleba-gsurt-sagarejos-2021-tslis-biujetidan/5f8daf787b176b07ba23f431?fbclid=IwAR1MGo6AjLo2Lnqe7LLa6hM5fSRXR9FEpKNLURhq01r6FvQeEutN6IUv6mc

 

კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა ზრდასრულ მოქალაქეს. თითოეულს შეუძლია კენჭი უყაროს მხოლოდ ერთხელ. გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ყალბი, განმეორებით, ან არაუფლებამოსილი პირების მიერ შემოსული ხმები გაბათილდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტზე დაფიქსირდება მრავალი ყალბი ხმა, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა მოხდეს პროექტის დისკვალიფიკაცია.

გააზიარე