პროექტის პრეზენტაცია

2 მარტი, 2020

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-#გიორგი #ერბოწონაშვილი, მოადგილესთან-ალექსი გილაშვილთან, წყალმომხმარებლებთან და სოფლის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო ბანკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს, ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების და ქვემო სამგორის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდა ქსელების პროექტის პრეზენტაცია-განხილვა წარმოადგენდა, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოგადოებამ საჭირო ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმების შესახებ კონსულტაციებს გაეცნო.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა-დავით ქაჯაიამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს და მის გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა რომ არა, ამ, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდებოდა.
გიორგი ერბოწონაშვილმა მუდმივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აქვე გააჟღერა, რომ აღნიშნული პროეტის განხორციელების ეტაპებსა და პერიოდულ ანგარიშსს პირადად გაეცნობა.
#საგარეჯოსმერია
#2020

გააზიარე