საახალწლო ნობათი 600 ოჯახს გადაეცა

29 დეკემბერი, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით,   მერის პირველე მოადგილე ალექსი გილაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი სოფო შაქარაშვილი სათნოების სახლის ბენეფიციარებს ესტუმრნენ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები პირადად გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლებისგან საახალწლო საჩუქარი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 600-მა შშმ პირმა, მრავალშვილიანმა და მარტოხელა დედებმა, ლტოლვილებმა, სათნოების სახლის ბენეფიციარმა მიიღო. ✅აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურმა, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად შეარჩია. აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნობათების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 100 საჩუქრით გაიზარდა.

გააზიარე