საახალწლო საჩუქრები ბავშვებს

29 დეკემბერი, 2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის - განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის თანამშრომლებმა – ქეთევან ხაბაზიშვილმა, ირაკლი თულაშვილმა და ნინო მეზვრიშვილმა სოციალურად დაუცველ სამ მრავალშვილიან და მარტოხელა დედას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, საახალწლო ნობათები და ბავშვებისთვის სათამაშოები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციისთვის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურმა სამსახურმა საახალწლო ნობათები – ხოლო განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურმა კი ბავშვებისთვის სათამაშოები შეიძინეს.
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის განცხადებით მსგავსი აქციები კვლავ გაიმართება.

 

 

გააზიარე