საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი-ბაკურციხე გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები

13 May, 2021

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისიბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი (ს5) საავტომობილო გზის თბილისიბაკურციხის მონაკვეთის მეორე ლოტის (საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი-ბაკურციხე) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თბილსი-ბაკურციხის მონაკვეთის (საგარეჯოს აღმოსავლეთი ნაწილი-ბაკურციხე) დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: • 2021 წლის 14 ივნისს 12:00 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გიორგიწმინდის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; • 2021 წლის 14 ივნისს 15:00 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბადიაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; • 2021 წლის 15 ივნისს 11:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაკურციხის კულტურის სახლის შენობა; • 2021 წლის 15 ივნისს 15:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის გამგეობის შენობა; • 2021 წლის 16 ივნისს 12:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; • 2021 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. მელაანის საჯარო სკოლა. "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტების შენობებში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

გააზიარე