საგარეჯოს ქუჩების კურთხევა

1 ნოემბერი, 2019

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წმინდა ნინოს მონასტრიდან, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარ ეპისკოპოსი-მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოს ტაძრების წინამძღვრებმა, მგალობელ გუნდთან და მრევლთან ერთად საზეიმო მსვლელობა მოაწყეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს. მსვლელობაში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რელიგიური კალენდრის მიხედვით წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკას ხსენების დღეა.

გააზიარე