საგარეჯოს მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

28 ოქტომბერი, 2019

  

24 ოქტომბერს, ქალაქ საგარეჯოში, რამდენიმე დასახლებულ უბანში ღია შეხვედრა გაიმართა.
სგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, პარლამენტის წევრებთან-რომან მუჩიაშვილთან, მიხეილ ყაველაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილთან, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე -ირაკლი შიოშვილთან ერთად, გაღმაუბნის, ცენტრალური სტადიონის, მუზეუმის და კოსტავას ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს მოქალაქეთა საჭიროებების გამოვლენა, პრობლემების ადგილზე გაცნობა, გადაჭრის გზებსა და გეგმებზე საერთო გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მერმა-გიორგი ერბოწონაშვილმა, ყველა საკითხი დაწვრილებით ჩაინიშნა და მოსახლეობას დახმარება აღუთქვა. ზოგიერთ საჭიროებას, რომელიც მცირე დროში მოგვარებადია, გამოსწორების მიზნით, შემდეგი სამუშაო კვირიდანვე მიეცემა მსვლელობა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას 2020 წლის პრიორიტეტები გააცნეს, დასახელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც მინიციპალიტეტის მერიამ უკვე შეიძინა და სამუშაოები უახლოეს დღეებში განხორციელდება. 
მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება.

გააზიარე