საგარეჯოს მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გრძელდება

6 ნოემბერი, 2019

   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში-უდაბნო, ნინოწმინდა, წყაროსთავსა და პატარძეულში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან-გიორგი ერბოწონაშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატ-რომან მუჩიაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარე-ოთარ ჩალათაშვილთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და პრიორიტეტების განსაზღვრაა. მოსახლეობასთან შეხვედრისას სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, ძირითად პრობლემად სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების პრობლემა დასახელდა, რისთვისაც მომავალი წლის ბიუჯეტში ფინანსები უკვე განსაზღვრულია. სოფელ უდაბნოს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა ყველა განხორციელებული პროექტისთვის. მათ ერთხმად აღნიშნეს რომ, ბოლო ორი წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა ამ სოფლისთვის და ეს მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლი კვლავ გაგრძელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყველა გამოვლენილ საჭიროებას განიხილავს და გადაჭრის და მოგვარების გზებზე იმსჯელებს

გააზიარე