საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცა

4 April, 2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ალექსანდრე ყვარელაშვილს 100 წელი შეუსრულდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დაბადების დღე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსმა თამაზ კალატოზიშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ძაგული მათიაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ალექსანდრე ყვარელაშვილს დაბადების დღე მიულოცა შვილთაშვილმა გაბრიელმაც მიულოცა. დიდ ბაბუასა და შვილთაშვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 100 წელი არის. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ალექსანდრე ყვარელაშვილს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

დაწვრილებითი ინფორმაცია : https://www.facebook.com/media/set/?set=a.1316578998436432.1073742379.201655123262164&type=3

გააზიარე