საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-ავთანდილ გულიკაშვილის მიმართვა:

5 ნოემბერი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-ავთანდილ გულიკაშვილის მიმართვა:

- კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობაა მშობლიური მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. მაქსიმალურად ვეცდები, რომ იმედები არ გაგიცრუოთ და ვიყო თითოეული მოქალაქის მერი.

წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, დაწვრილებით გავეცანი მათ საჭიროებებს და ჩემს გუნდთან ერთად უკვე შევუდექი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას.

აქტიურად ჩავერთვები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განსახორციელებელ პროექტებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხებები.

სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის სამუშაო პროცესს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად გავუწევ მონიტორინგს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია. ამიტომ, აღნიშნული დარგის კიდევ უფრო განვითარებისთვის შევქმნით ხელსაყრელ გარემოს.

ახალგაზრდული სექტორის გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და არაფორმალური განათლების მისაღებად შეიქმნება სპეციალური სივრცეები.

გპირდებით, რომ აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში, გუნდურობით, საერთო მიზნებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ვიბრძოლებთ წარმატებული მომავლისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, თითოეული მოქალაქის პრობლემის გადაჭრისა და გამოსწორებისთვის. არ შევუშინდებით კრიტიკას, რადგან ვინც ქმნის-ის იმსახურებს გარკვეულ შეფასებებს საზოგადოების მხრიდან და ჩვენ ნამდვილად ვიღწვით ძლიერი ოჯახების, ძლიერი სოფლის, ძლიერი მუნიციპალიტეტისა და ძლიერი სახელმწიფოს აღშენებისთვის!

გააზიარე