საგარეჯოში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

2 ივლისი, 2019

ქ. საგარეჯოში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი და ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, ჩატარდა ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით - “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“!
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, სპორტის მასწავლებლები, საგარეჯოს #1 საჯარო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები . ველოტურმა სტარტი აიღო საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან შპს „ჯეო- ორგანიკი“-ს ქარხნის- ქართველ იუნკერთა ქუჩა # 14 მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები და მოხალისეები ადგილზე გაეცნენ და დაათვალიერეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმოს- შპს "ჯეო-ორგანიკი"-ში ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც მზის სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი. მადლობას ვუხდით ღონისძიების მხარდამჭერს - ენერგოეფექტურობის ცენტრს, რომელმაც ველოტურის მონაწილეები ბრენდირებული მაისურებით, ბროშებით, ჩანთებითა და სტიკერებით დაასაჩუქრა.
მადლობა საგარეჯოს პოლიციის რაიონულ სამმართველოს ღონისძიების მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის;
მადლობა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელს-ქალბატონ თამარ ჯაბადარს და საგარეჯოს #1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის;
საგარეჯოს მერია-ჯანსაღი მომავლის მხარდასაჭერად!!!

გააზიარე