საგარეჯოში ფრენბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს
21 თებერვალს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში დაიწყო ჩემპიონატი ფრენბურთში, სადაც მონაწილეობას შპს „ევროპა“, საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა, ბანკი კრისტალი, თიბისი და საქართველოს ბანკები მიიღებენ.